ვოლგოგრადის „როტორმა“ ოფიციალურად დაადსტურა, რომ შემადგენლობას ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა, მათ შორის კი ორი ქართველია – მცველი ილია ბერიაშვილი და თავდამსხმელი ბექა ქავთარაძე.
ილია ბერიაშვილი 22 წლის ცენტრალური მცველია. 1998 წლის 9 ივლისს დაიბადა თელავში – სიმაღლე: 190 სმ, წონა: 80 კგ. იყო „თელავისა“ და საქართველოს ახალაგაზრდული ნაკრების მცველი. 2015/16 წლების სეზონში ფეხბურთელმა გურჯაანის „ალაზანში“ ითამაშა. 2017 წლიდან არის „თელავის“ ფეხბურთელი. საქართველოს U21 ნაკრებში სისტემატურად იძახებდნენ. ილია წელს „როტორში“ გასინჯვებაზე უკვე იმყოფებოდა.
21 წლის ბექა ქავთარაძე თავდამსხმელია. ის 1999 წლის 15 ივნისს დაიბადა და ფასანაურელია. სიმაღლე: 185 სმ, წონა: 80 კგ. იზრდებოდა 35-ე საფეხბურთო აკადემიაში, მერე „დინამოს აკადემიის“ და მთავარი გუნდის წევრი გახდა. ასევე თამაშობდა „რუსთავში“ და „საბურთალოში“. არის საქართველოს ვიცე-ჩემპიონი. „საბურთალოს“ შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო ევროპის ლიგის მატჩებში. საქართველოს ჩემპიონატის 78 თამაშში 20 გოლი გაიტანა. 2021 წლის თებერვალს შეუერთდა „ნიჟნი ნოვგოროდს“, სადაც ათ მატჩში სამი გოლი გაიტანა. მისი გუნდი რუსეთის პრემეირლიგაში გადავიდა, თავად კი „ნიჟნი ნოვგოროდი“ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „როტორში“ ოთხი ქართველი თამაშობდა – საბა კვირკველია, ნიკა ყიფიანი, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი არაბიძე. მათგან მხოლოდ ყიფიანი დარჩა.