რორი მაკილროი ტოკიოში ირლანდიის სახელით გამოვა
რორი მაკილროი ტოკიოში ირლანდიის სახელით გამოვა

ჩრდილოირლანდიელმა გოლფისტმა რორი მაკილროიმ დაადასტურა, რომ მომავალ წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლას გეგმავს.

პროფესიული ტურის ერთ-ერთი ვარსკვლავი დიდი ხანი ფიქრობდა – რომელი ქვეყანა წარმოედგინა 2020 წლის ზაფხულის თამაშებზე – ირლანდია თუ დიდი ბრიტანეთი. საბოლოოდ, გოლფისტმა გამოაცხადა, რომ ტოკიოში ირლანდიის ღირსებას დაიცავს.

„მოუთმენლად ველოდები თამაშების დაწყებას, რათა შევძლო საკუთარი თავისთვის ოლიმპიური სპორტსმენის დაძახება. შესანიშნავია, რომ თამაშები იაპონიაში გაიმართება – ქვეყანაში, რომელიც შეშლილია გოლფზე. ამ კვირას მე აქ PGA-ის ტურნირს ვთამაშობ და ვგრძნობ ადგილობრივი გულშემატკივრების სიყვარულსა და ენთუზიაზმს. მინდა აქ მომავალ წელსაც დავბრუნდე, რათა ოლიმპიადაზე ვითამაშო“, – განაცხადა მაკილროიმ Golfchannel.com-ის გვერდზე.