ლეგენდარულმა ინგლისელმა სნუკერისტმა რონი ო’სალივანმა ჟურნალისტებთან ილაპარაკა, სავარაუდოდ, როდის აპირებს კარიერის დასრულებას.
„მინდა გავაგრძელო თამაში და არ გადავუხვიო განრიგს. ვთამაშობ ფანებისთვის და საკუთარი სიამოვნებისთვის. უბრალოდ, მინდა ვითამაშო სახეზე ღიმილით და დავტკბე იმ დროით, რაც სპორტში მაქვს დარჩენილი. იმედია, კიდევ ხუთი ან ათი წელი ვითამაშებ. შეიძლება, 15 წელიც დავრჩე. არავინ იცის ეს. არ არის გამორიცხული, 60 წლამდეც კი გაგრძელდეს ჩემი კარიერა“, – აღნიშნა ო’სალივანმა.
რონი 5 დეკემბერს 43 წლის გახდა. ცოტა ხნის წინ, ინგლისელმა ბრიტანეთის ჩემპიონატი მოიგო და რეკორდსმენი გახდა “მეიჯორის” ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობით – 19.