უელსში დასრულდა სნუკერის პროფესიული ტურის მორიგი ტურნირი – Players Championship, რომლის ფინალშიც რონი ო’სალივანმა შონ მერფი დაამარცხა – 10:4.
ო’სალივანმა მესამე ფრეიმიდან მოიპოვა უპირატესობა, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნა. მერფიმ ერთხელ შეამცირა სხვაობა სამ ფრეიმამდე (4:7), მაგრამ ფინალის გადარჩენა ვერ შეძლო.
რონი ო’სალივანისთვის ეს იყო 102-ე ფინალი კარიერაში და 68-ე გამარჯვება. ბრიტანელს 33 სარეიტინგო ტურნირი აქვს მოგებული და სტივენ ჰენდრის რეკორდამდე სამი ტრიუმფი აკლია.