რაჯონ რონდოს ლეიკერსისთვის წარუმატებელ 2018-19 სეზონში საკმაოდ ბევრი თამაშის გამოტოვებამ მოუწია, მიუხედავად ამისა, ვეტერანმა გამთამაშებელმა გუნდის თამაშზე გარკვეული გავლენა მაინც მოახდინა.
ის შეხვედრაში საშუალოდ რვა პასს აგორვებს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. რონდოს ლოსანჯელესურ გრანდთან ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს ($9 მილიონი). ხელშეკრულება მას მიმდინარე წლის ზაფხულამდე აქვს. კალათბურთელმა ლეიკერსში დარჩენის სურვილი და კონტრაქტის გახანგრძლივება ისურვა.
„დიდი სურვილი მაქვს, რომ გუნდის პროგრესში მივიღო მონაწილეობა და დავრჩე, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. იმ შემთხვებვაში, თუ გუნდი გამოთქვამს სურვილს ჩემთან მუშაობის გაგრძელებაზე, მე აუცილებლად დავრჩები“, – განაცხადა რონდომ ი-ეს-პი-ენთან (ESPN) მიცემულ ინტერვიუში.