ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ განიხილა ინციდენტი, რომელიც „ლეიკერსისა“ და „ჰიუსტონის“ მატჩის ბოლოს მოხდა.
თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, ბრენდონ ინგრემმა ჯეიმს ჰარდენთან ურთიერთობის გარჩევა დაიწყო. ამ დროს, რაჟონ რონდომ სახეში შეაფურთხა კრის პოლს, რის შემდეგაც, კალათბურთელებმა დარტყმები გაცვალეს. გარდა ამისა, ინგრემმა პოლს თავში დაარტყა.
როგორც ESPN წერს, საბოლოოდ, რონდომ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ინგრემი – ოთხ მატჩს გამოტოვებს, პოლი – ორს. თითოეული კალათბურთელი დისკვალიფიკაციის პერიოდში არ მიიღებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს.