ორი ლოს ანჯელესური გუნდიდან მხოლოდ ერთმა მოახდინა გარკვეული ცვლილებები საკუთარ გუნდში. როგორც ამერიკული მედია იუწყებოდა, მოქმედი ჩემპიონი „ლეიკერსი“ კაელ ლოურის გუნდში გაშვებას ცდილობდა, თუმცა როგორც ჩანს, „ტორონტოსთან“ მოლაპარაკებებმა წარუმატებლად ჩაიარა. მეორე ლოს ანჯელესური გუნდი „კლიპერსი“ კი რაჟან რონდოთი გაძლიერდა. მის მაგივრად „ატლანტა“ ლუ ვილიამსს მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას შემს ჩარანია და ადრიან ვოჟნაროვსკი ადასტურებენ.
რონდო მიმდინარე სეზონზე „ჰოუქსის“ შემადგენლობაში მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ვეტერანი გამთამაშებელი „ლეიკერსთან“ ერთად ჩემპიონი გახდა.