2019-20 წლების სეზონი, შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს კრიშტიანუ რონალდუსთვის იუვენტუსში.
გაზეთი ლა რეპუბლიკა იტყობინება, რომ იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, 34 წლის პორტუგალიელს შესამჩნევად გაუფუჭდა ურთიერთობა კლუბის ხელმძღვანელობასთან. წყაროს ცნობით, რონალდუ არ აპირებს 2022 წლამდე გამოიმუშავოს იუვესთან კონტრაქტი. მიმდინარე სეზონის შედეგებით ორივე მხარე იმედგაცრუებულია.
იუვენტუსმა ორი მატჩის ჯამში წააგო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი აიაქსთან. კრიშტიანუმ ორივე მატჩში გაიტანა.
სერია A-ში იუვენტუსი 17-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.