იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში „იუვენტუსმა“ 3:0 გაანადგურა „ფიორენტინა“. გოლები გაიტანეს როდრიგო ბეტანკურმა, ჯორჯო კიელინიმ და კრიშტიანო რონალდომ.
ახლა პორტუგალიელს სერია A-ს 14 ტურში 10 გოლი დაუგროვდა. ამით რონალდუ გახდა „იუვენტუსის“ ისტორიაში პირველი დებიუტანტი ჯონ ჩარლზის (1957-58) შემდეგ, ვინც იტალიის ჩემპიონატის პირველ 14 მატჩში 10 გოლი მიითვალა.
„იუვენტუსს“ 40 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „ნაპოლის“ 11 ქულით უსწრებს.