ტურინის იუვენტუსის ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის ხელმძღვანელობას თავისი სატრანსფერო სურვილების სია გადასცა. ჩამონათვალში ექვსი ფეხბურთელი მოხვდა.
გაზეთ ასის ინფორმაციით, რონალდუს სურვილია, იუვენტუსმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას შემდეგი ფეხბურთელები შეიძინოს:
რეალის მცველი რაფაელ ვარანი და ნახევარმცველი ისკო, რომას მცველი კოსტას მანოლასი, ლიონის ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე, ფიორენტინას ფორვარდი ფედერიკო კიეზა და ბენფიკას ფორვარდი ჟოაო ფელიქსი.