ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს ვაჟმა იტალიური გუნდის აკადემიაში ვარჯიში დაიწყო, – წერს „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia).
უმცროსი კრიშტიანო „იუვენტუსის“ ცხრაწლამდელთა გუნდის ვარჯიშზე შეამჩნიეს. რონალდოს ვაჟის მეცადინეობას პორტუგალიელი ფეხბურთელის მეგობარი, ჯორჯინა როდრიგესი ესწრებოდა.
ადრე კრიშიანომ განაცხადა, რომ სურს თავისი უფროსი შვილი მომავალში ფეხბურთელად იხილოს.