რონალდოს პარტნიორ ჯორჯინა როდრიგესზე „ნეტფლიქსი“ დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს #1TVSPORT
„ნეტფლიქსი“ ახალ დოკუმენტურ სერიალს იღებს. ამ ფილმის მთავარი გმირი კრიშტიანო რონალდოს პარტნიორი ჯორჯინა როდრიგესია.
სერიალი ქალის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს მოგვითხრობს. გადაღებები აპრილში დაიწყო იმ პატარა ქალაქიდან, საიდანაც არის წარმოშობით ჯორჯინა. ის 17 წლის იყო როცა მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად და სწორედ იქ, „გუჩის“ მაღაზიაში მუშაობის დროს გაიცნო პორტუგალიელი ვარსკვლავი.
ჯორჯინა თავის საქმიანობასაც გაგვაცნობს. ის ქველმოქმედებას ეწევა, რადგან თავადაც იცის რა არის სიღარიბე და ამბობს, რომ სხვების დახმარება ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
ფილმი რონალდოს თაყვანისმცემლებსაც დააინტერესებთ, რადგან ფეხბურთელს მისი ყველაზე ახლობელი ადამიანის თვალით დანახულს გაიცნობენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს მაყურებელი სერიალის ხილვას.