ტურინის „იუვენტუსის„ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიის სახელმწიფო ჯილდოებს არ ჩამოართმევენ, – იტყობინება გამოცემა Mundo Deportivo.
საპატიო ორდენების საბჭომ გადაწყვიტა, რომ ესპანეთის სასამართლოს განაჩენი არ არის წონადი არგუმენტი იმისთვის, რომ ფეხბურთელი სახელმწიფო ჯილდოების გარეშე დატოვონ.
უფრო ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ რონალდოს ჰენრიხ ზღვაოსნის (ინფანტ დონ ენრიკეს ორდენი) ორდენს ჩამოართმევდნენ, აგრეთვე, იგივე ბედს გაიზიარებდა ორდენი „დამსახურებებისთვის“. მიზეზად სახელდებოდა ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გადასახადების დამალვისთვის პორტუგალიელს მიუსაჯა ორწლიანი პირობითი პატიმრობა და დაეკისრა ჯარიმა 18.8 მილიონი ევროს ოდენობით.