კრიშტიანო რონალდომ თავისი მე-600 საკლუბო გოლი გაიტანა, როდესაც მისმა იუვენტუსმა, უკვე ჩემპიონის რანგში, მილანის ინტერთან სტუმრად ფრედ, 1-1 ითამაშა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს: დაჯა ნაინგოლანმა 25 მეტრიდან გაისროლა და ბურთი მეტოქის კარში მოათავსა. მეორე ტაიმში კი რონალდომ მირალემ პიანიჩის პასი გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა.
იუვენტუსის შემადგენლობაში ეს პორტუგალიელის 27-ე გოლი იყო. ლისაბონის სპორტინგში მას ხუთი აქვს გატანილი, მანჩესტერ იუნაიტედში – 118, ხოლო რეალ მადრიდში – 450.
საინტერესოა, რომ იმავე დღეს, ლიონელ მესიმ ბარსელონას შემადგენლობაში თავისი 598-ე გოლი გაიტანა.