საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრიმ“ „დამაკს“ უმასპინძლა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა – 3:0.
მატჩში გატანილი სამივე გოლი პორტუგალიელი ვარსკვლავის ანგარიშზეა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. რონალდომ პირველი გოლი მე-17 წუთზე პენალტით გაიტანა, ზუსტად ხუთ წუთში კი მეტოქის კარი მეორედ აიღო. პორტუგალიელმა მატჩის საბოლოო ანგარიში პირველივე ტაიმში, 44-ე წუთზე დააფიქსირა და „ალ-ნასრიმ“ დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრის“ რიგებს მიმდინარე სეზონში შეუერთდა. მისმა გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატის 18 ტურში 43 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.