რონალდოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალთან“ თამაში სურს
რონალდოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალთან“ თამაში სურს

ტურინის „იუვენტუსის“თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ლევერკუზენის „ბაიერის“ დამარცხების (2:0) შემდეგ განაცხადა, რომ თავისი ყოფილი კლუბის, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ თამაში სურს.

„მადრიდის „რეალი“ უდიდესი გუნდია. მე მათთან ცოტა მოგვიანებით მინდა შეხვედრა, და არა 1/8 ფინალში. ძალიან კარგი იქნებოდა, მადრიდელთა წინააღმდეგ ფინალში თამაში“, – ციტირებს „სკაი სპორტს იტალია“ რონალდოს სიტყვებს.

34 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი „რეალის“რიგებში 2009-2018 წლებში ასპარეზობდა.