რონალდოს აზრით, „იუვენტუსმა“ ბერგამოელებთან ძალიან საჭირო ქულა აიღო
„იუვენტუსის“ ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ „ატალანტასთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ, მატჩის შესახებ მოსაზრება გამოთქვა.
„მძიმე შეხვედრა,მაგრამ ძალიან საჭირო ქულა. ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე,“ – დაწერა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ტვიტერის სკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩი ტურინში „იუვენტუსსა“ და „ატალანტას“ შორის ანგარიშით 2:2 დასრულდა.რონალდომ კი შეხვედრაში ორი თერთმეტმეტრიანის გამოყენება შეძლო, ბერგამოელთა რიგებში თავი ზაპატამ და მალინოვსკიმ გამოიჩინეს.