კრიშტიანო რონალდო მადრიდის სასამართლოში მეუღლესთან ერთად გამოცხადდა. ტურინის იუვენტუსის სუპერვარსკვლავს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 18.8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა რონალდოს თხოვნა სასამართლოს სხდომაზე ვიდეოთი ჩართვის ან სასამართლოს ტერიტორიაზე მანქანით შესვლის თაობაზე, რის გამოც ფეხბურთელი იძულებული გახდა შენობაში ფეხით შესულიყო.
გავრცელებული პროგნოზების მიხედვით, რონალდო თავს დამნაშავედ აღიარებს, რის შემდეგაც მას 23-თვიან პატიმრობას მიუსჯიან.
ესპანეთის კანონების მიხედვით, ორ წელიწადზე ნაკლები ვადით პატიმრობის მისჯის შემთხვევაში, დამნაშავე სასჯელს პირობით იხდის.