„იუვენტუსის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ საყვარელი ფილმი დაასახელა. მან აგრეთვე ისაუბრა იმაზე, თუ რა პროფესიას აირჩევდა, ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო.
„ფეხბურთელი რომ არ გავმხდარიყავი, მსახიობი ან მოდელი ვიქნებოდი“, – მოჰყავს „ტუტომერკატოს“ რონალდოს სიტყვები, – „სავარაუდოდ, უფრო მსახიობი, მაგრამ ტალანტის ქონაშიც დარწმუნებული არ ვარ. მაგრამ ყოველთვის ვამბობ – თუ ადამიანი ბევრს იმუშავებს, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ჩემი საყვარელი ფილმი? მე ძალიან ბევრი ფილმი მომწონს, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ მაინც „კრავთა მდუმარება“.