რონალდომ ხუთი საუკეთესო დაასახელა, კრიშტიანო სიაში ვერ მოხვდა
LONDON, ENGLAND - OCTOBER 23: Ronaldo Luis Nazario de Lima arrives for The Best FIFA Football Awards - Green Carpet Arrivals on October 23, 2017 in London, England. (Photo by Bryn Lennon/Getty Images)
მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა რონალდომ ის ხუთი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა თამაშს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. სიაში კრიშტიანო რონალდო ვერ მოხვდა.
„მესი, რა თქმა უნდა, ნომერი პირველია. ის ნამდვილი ტალანტია და ჩვენ ალბათ 20-30 წელი დაგვჭირდება, რომ რაღაც მსგავსი კიდევ ვიხილოთ. ასევე მომწონს სალაჰი, აზარი, ნეიმარი და მბაპე. სხვათა შორის, მე და კილიანს ბევრი ადამიანი გვადარებს ერთმანეთს და საერთო მართლაც ბევრი გვაქვს. თუმცა, მე არასდროს მიყვარდა ასეთი შედარებები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე სხვადასხვა თაობების ფეხბურთელებს ეხება“, – მოჰყავს რონალდოს სიტყვები ბრიტანულ „დეილი მეილს“.
შეგახსენებთ, რომ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმამ კარიერა „კრუზეიროში“ დაიწყო, შემდეგ კი „პსვ“-ში, „ბარსელონაში“, „ინტერში“, „რეალ მადრიდში“, „მილანსა“ და „კორინთიანსში“ თამაშობდა.