რონალდომ 126-ე თერთმეტმეტრიანი გაიტანა
რონალდომ 126-ე თერთმეტმეტრიანი გაიტანა

იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში კრიშტიანო რონალდომ „ფიორენტინასთან“ მატჩში პენალტებით ორი გოლის გატანა მოახეხა.

პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის შეხვედრის მეორე თერთმეტმეტრიანი კარიერაში 151-ე გამოდგა. აქედან რონალდოს 126 გატანილი აქვს, ხოლო 25-ჯერ მან დარტყმა ვერ გამოიყენა.

თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 19 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ „ლაციოს“ ფორვარდ ჩირო იმობილეს მეტოქეთა კარი 25-ჯერ აქვს აღებული.