„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრების განკარგულებაშია. მისი გუნდი ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ლუქსემბურგისა (11 ოქტომბერი) და უკრაინის (14 ოქტომბერი) ნაკრებებს დაუპირისპირდება.
„ყოველთვის მოხარული ვარ, დავბრუნდე სამშობლოში, რათა წარვადგინო პორტუგალიის ნაკრები საერთაშორისო ასპარეზზე. სასიამოვნოა შეხვდე მეგობრებს, ვისთან ერთადაც მითამაშია ბევრი მატჩი. მალე ისევ ერთად გავალთ მოედანზე და ვასახელებთ პორტუგალიას“, – წერს რონალდუ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.