ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ნაზარიო დე ლიმა ესპანური უმაღლესი დივიზიონის კლუბის, „ვალიადოლიდის“ მფლობელი ოფიციალურად გახდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფენომენი“ ამ კასტილიური გუნდის ყიდვას აპირებდა, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა და ამჯერად ოფიციალურადაც დადასტურდა.
კლუბის აქციების 51%-ის შესაძენად რონალდომ, გავრცელებული ცნობის მიხედვით, 30 მილიონი ევრო გადაიხადა.
„ფეხბურთი ჩემი ვნებაა. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რათა მიზნებს მივაღწიოთ და ჩვენი მიზანი მხოლოდ პრიმერაში დარჩენა არ იქნება. ჩვენ გვსურს, ვიყოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანები და მაქსიმალურად გამჭვირვალეები ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ველით წინადადებებს, საინტერესო იდეებსა და კრიტიკას“, – მიმართა რონალდომ გუნდის გულშემატკივრებს.