ბრაზიილის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რონალდო იტალიელი მწვრთნელის, ჯიჯი სიმონის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„ჩემთვის ჯიჯი სიმონი მარტო მთავარი მწვრთნელი არ იყო. იგი ბრძენი და ძალიან კარგი ადამიანი გახლდათ. ის მბრძანებლობით არ გამოირჩეოდა, ჯერ გვიხსნიდა დავალების მნიშვნელობას და ჩვენც წყნარად ვასრულებდით ყველაფერს. ის დირიჟორი იყო, ჩვენ კი ორკესტრი ვიყავით. მე ის მხიარული მახსოვს. ჯიჯი ყოველთვის ფასდაუდებელ რჩევებს მაძლევდა. მადლობა მისტერ, თქვენ იმაზე მეტი მასწავლეთ, ვიდრე წარმოიდგენდით“ – დაწერა რონალდომ ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი „ინტერის“ შემადგენლონაში სიმონის ხელმძღვანელობით 1998 წელს უეფას თასის მფლობელი გახდა.