რონალდო – შესაძლოა, კრიშტიანოს ჰყოფნის დონე საუდის არაბეთში სათამაშოდ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაცილებით მაღალი დონეა #1TVSPORT

09:03, 18.07.2026

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რონალდომ აზრი გამოთქვა მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანო რონალდოს გამოსვლის შესახებ.

„როგორც წესი, სხეული თავად მიგანიშნებს, როცა აღარ შეგიძლია. ძალიან რთულია, მოიგო ბრძოლა საკუთარ ორგანიზმთან. შესაძლოა, მას კიდევ შერჩა დონე, რათა ითამაშოს საუდის არაბეთში, მაგრამ როცა ლაპარაკია მსოფლიო ჩემპიონატზე, გესმის, რომ ეს გაცილებით რთულია, რადგან აქ დონე ძალიან მაღალია.

ჩვენი სწრაფვის, ფეხბურთისადმი სიყვარულისა და მუდმივად თამაშის სურვილის მიუხედავად, ბოლოს და ბოლოს სხეული იღებს ჩვენ ნაცვლად გადაწყვეტილებას. დღეს მე აღარ ვთამაშობ ფეხბურთს, რადგან სხეული ვერ მიჰყვება აზრს“, – განაცხადა რონალდომ ESPN Brasil-თან კომენტარში.

პორტუგალიის ნაკრებმა ტურნირზე მერვედფინალამდე მიაღწია, სადაც  ესპანეთთან წააგო – 0:1. 41 წლის რონალდომ ჩემპიონატში სამი გოლი გაიტანა – დუბლი შეასრულა უზბეკეთთან (5:0) და პენალტი გამოიყენა ხორვატიასთან (2:1). ესპანეთთან წაგების შემდეგ კრიშტიანომ განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო.

მსგავსი