რონალდო - საშინელებაა, ბოდიში ყველა დედას, რომელთა შვილებმაც ამგვარი ვარცხნილობა გაიკეთეს #1TVSPORT
რონალდო - საშინელებაა, ბოდიში ყველა დედას, რომელთა შვილებმაც ამგვარი ვარცხნილობა გაიკეთეს #1TVSPORT

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რონალდომ იმ ვარცხნილობაზე ილაპარაკა, რომელითაც მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე ითამაშა.

„ეს საშინელებაა! ბოდიშს ვუხდი ყველა დედას, რომელთა შვილებმაც ამგვარი ვარცხნილობა გაიკეთეს. მე ტრავმა მივიღე და არ მინდოდა ბრაზილიელ ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ამიტომაც გავიკეთე ასეთი ვარცხნილობა, რის შემდეგაც გუნდში გამოვცხადდი და ვიკითხე: „მოგწონთ?“ მათ მიპასუხეს: „არა, საშინელებაა. შეიჭერი ეს რაღაც“. მაგრამ ჟურნალისტებმა ჩემი ვარცხნილობა იხილეს და ტრავმა დაავიწყდათ“, – განაცხადა რონალდომ.

2002 წელს, ბრაზილია მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.