„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ თავის საცოლე ჯორჯინიო როდრიგესთან ერთად მოინახულა ეკლესია „გრან მადრე დი დიო“ ტურინში, იტყობინება ბრიტანული გამოცემა „სანი“ (The Sun).
წყაროს ინფორმაციით, წყვილი ქორწინებისთვის ადგილს ეძებს. რონალდო აქამდე ოფიციალურად ქორწინებაში არ ყოფილა. 2011-2015 წლებში ის რუს მოდელ ირინა შეიკს ხვებოდა. როდრიგესს ფეხბურთელი 2016 წლიდან ხვდება, წყვილს ჰყავს საერთო შვილიც, ისინი ასევე რონალდოს სამ შვილს ზრდიან, სუროგატი დედისგან გაჩენილებს.