სპორტული სააგენტო goal.com იუწყება, რომ ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი, კრიშტიანო რონალდო „CR7“ ბრენდით მეექვსე სასტუმროს გახსნის. სასტუმრო პარიზში, 2021 წელს გაიხსნება.
აღნიშნული ბრენდის ორი სასტუმრო 2016 წლიდან უკვე მუშაობს. ორივე მათგანი პორტუგალიაში მდებარეობს – ლისაბონში და რონალდოს მშობლიურ ქალაქ ფუნშალში, რომელიც კუნძულ მადეირას დედაქალაქად ითვლება.
2020 წელს სასტუმროები მადრიდში, ნიუ-იორკში და მარაკეშში გაიხსნება.
პარიზში გახსნილ სასტუმროს 210 ოთახი ექნება. ის ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, მდინარე სენის მიმდებარედ აშენდება.
სასტუმროებში 60 მილიონიან ინვესტიციას რონალდო და პორტუგალიული სასტუმროების ჯგუფი ჩადებენ.