რონალდო ორი კვირა ვერ ითამაშებს
რონალდო ორი კვირა ვერ ითამაშებს

ტურინის იუვენტუსის ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ბარსელონაში სამედიცინო შემოწმება გაიარა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ტრავმა ევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირში სერბეთთან მატჩის დროს მიიღო.

გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რონალდოს ორი კვირის გამოტოვება მოუწევს. სწორედ ეს დროა საჭირო სრული აღდგენისთვის, – წერს ფუტბოლ-იტალია (Football-Italia).

ოფიციალური დიაგნოზია – მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება. ტრავმის გამო, კრიშტიანუ ვერ ითამაშებს ემპოლის, კალიარისა და მილანის წინააღმდეგ, მაგრამ მწყობრში უნდა იყოს აიაქსთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩისთვის, რომელიც 10 აპრილს გაიმართება.