რონალდო „ოქროს ბურთის“ ცერემონიას არ დაესწრება
რონალდო „ოქროს ბურთის“ ცერემონიას არ დაესწრება

რამდენიმე იტალიურმა გაზეთმა, მათ შორის „გაძეტა დელო სპორტმა“ (Gazzetta dello Sport), „კორიერე დელო სპორტმა“ (Corriere dello Sport) და „სტამპამ“ (Stampa) ერთდროულად დაწერეს, რომ „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ 3 დეკემბერს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიას გამოტოვებს.

ეს არის ერთ-ერთი მინიშნება იმისა, რომ ეს პრიზი პორტუგალიელს არ გადაეცემა. რონალდუს აქვს ჩვევა, გამოტოვოს დაჯილდოვების ცერემონიები, რომლებშიც მთავარ პრიზს მას არ გადასცემენ.

რამდენიმე წყარო იმასაც მიუთითებს, რომ პრიზიორთა პირველ სამეულში არ იქნება არც რონალდუ და არც „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი. ბოლო 10 წლის განმავლობაში, სწორედ ეს ორი ფეხბურთელი იგებდა „ოქროს ბურთს“.

უფრო ადრე იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმიერიმ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ 2018 წელს, „ოქროს ბურთს“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდ ანტუან გრიზმანს გადასცემენ.