ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა ფორვარდმა რონალდომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ნეიმარის გამოსვლის შესახებ აზრი გამოთქვა –
„ვაღიარებ, რომ ნეიმარისგან ყველანი უფრო ბევრს ველოდით. ჯერ მასთან არ მილაპარაკია, მაგრამ მინდორზე შებოჭილი ჩანდა. არ ვიცი, შესაძლოა, მასზე იმოქმედა ფეხზე ოპერაციამ ან რაიმე სხვა ფაქტორმა. ოპერაციიდან სამი თვის თავზე მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში რთულია.
სიმულაციები? მას ამაზე ხუთი წლის წინ ვკითხე. მიპასუხა, რომ უმეტეს შემთხვევებში, ეს მისი რეაქციებია დარტყმებზე, რათა წესის დამრღვევმა კიდევ უფრო უარესი არ ჩაიდინოს“, – განაცხადა რონალდომ SporTV-ის ეთერში.
ნეიმარმა მსოფლიოს ჩემპიონატი 2 გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.