საფეხბურთო კლუბი „რეალ ვალიადოლიდი“ სულ უფრო უახლოვდება თავის ახალ მფლობელს და ეს ახლო წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ბრაზილიელი რონალდო ნაზარიო დე ლიმა იქნება. „რადიო მარკას“ (Radio Marca) ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდება და რონალდო სულ მალე კლუბის უმსხვილესი აქციონერი გახდება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი 30 მილიონ ევროს გადაიხდის და კასტილიური კლუბის პრეზიდენტიც გახდება.
„რეალ ვალიადოლიდი“ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში, „ლიგა სანტანდერში“ გამოდის და წლევანდელ სეზონში ორი ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა აქვს.