ფეხბურთის პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს ძალიან ცოტა აკლია კარიერაში მე-700 გოლის გასატანად.
ამ ეტაპზე მას 698 გოლი აქვს გატანილი ლისაბონის „სპორტინგის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „რეალ მადრიდის“, „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების მაისურით. თუ რონალდოს ფორმას გავითვალისწინებთ, კიდევ ორი გოლის გატანა უახლოეს პერიოდში ნაკრების შემადგენლობაში არ უნდა გაუჭირდეს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალია ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში დღეს, 11ოქტომბერს, ლუქსემბურგს, ხოლო სამ დღეში უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
„იუვენტუსში“ დაბრუნების შემდეგ კი რონალდოს პირველი შეხვედრა „ბოლონიის“ წინააღმდეგ მოუწევს.