რონალდო ჯერარდის გუნდის წინააღმდეგ უკვე პირველ ტურში - საუდის არაბეთის ლიგამ ახალი სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა #1TVSPORT
საუდის არაბეთში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების გადასვლის შემდეგ იქაურმა პროფესიულმა ლიგამ დიდი ყურადღება მიიპყრო. ცნობილი გახდა ახალი სეზონის კალენდარი და გულშემატკივრებისთვის უკვე შესაძლებელია საინტერესო მატჩების მონიშვნა.
2023-24 წლების სეზონი 11 აგვისტოს იწყება მატჩით, რომელშიც უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებული „ალ-აჰლი“ „ალ-ჰაზემის“ წინააღმდეგ ითამაშებს. „ალ-აჰლი“, რომელიც ისტორიულად ქვეყნის ოთხ საუკეთესო გუნდს შორისაა, სეზონის წინ „ჩელსიდან“ ედუარ მენდით და „ლივერპულიდან“ რობერტო ფირმინოთი გაძლიერდა.
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ალ-იტიჰადი“, რომელმაც ქარიმ ბენზემა და ნ’გოლო კანტე შეიძინა, პირველ ტურში სტუმრად ითამაშებს „ალ-რაედის“ წინააღმდეგ.
„ალ-ნასრი“ სტუმრად შეხვდება სტივენ ჯერარდის „ალ-იტიფაკს“. კრიშტიანო რონალდოს გუნდმა, შესაძლოა, სატრანსფერო დისკვალიფიკაცია მიიღოს, მაგრამ უკვე მოასწრო მარსელო ბროზოვიჩის შეძენა.
კიდევ ერთი ტიტულოვანი კლუბი „ალ-ჰილალი“, რომელმაც ერთბაშად სამი ვარსკვლავი – კალიდუ კულიბალი, რუბენ ნევეში და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი შეიძინა, სტუმრად ითამაშებს მოკძალებული „აბჰას“ წინააღმდეგ.
სხვა მნიშვნელოვანი მატჩები, რომლებისთვისაც ღირს ყურადღების მიქცევა სეზონის მსვლელობისას:
ჯიდას დერბი: „ალ-აჰლი“-„ალ-იტიჰადი“ – 5-7 ოქტომბერი და 11-13 აპრილი
საუდის არაბეთის „ელ-კლასიკო“: „ალ-ჰილალი“-„ალ-იტიჰადი“ – 1 სექტემბერი და 7-9 აპრილი
რონალდო ბენზემას წინააღმდეგ: „ალ-ნასრი“-„ალ-იტიჰადი“ – 14-16 დეკემბერი და 27 მაისი