ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ „სპალთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.
პორტუგალიელმა თავისი გოლის ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდს კიდევ ერთ გამარჯვებაში დავეხმარე“, – დაწერა კრიშტიანომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ „სპალი“ რონალდოს და მარიო მანჯუკიჩის გოლებით დაამარცხა. პორტუგალიელი კი „იუვენტუსის“ ისტორიაში გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე სწრაფად გაიტანა სადებიუტო 10 გოლი (16 მატჩში).