რონალდო გამოჯანმრთელდა და აიაქსთან ითამაშებს
რონალდო გამოჯანმრთელდა და აიაქსთან ითამაშებს

ტურინის იუვენტუსის ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ტრავმა მოირჩინა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ამსტერდამის აიაქსის წინააღმდეგ ითამაშებს. ამის შესახებ ესპანურმა გაზეთმა მარკამ  დაწერა.

25 მარტს რონალდომ მარჯვენა ბარძაყის ტრავმა პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის დროს მიიღო. მაშინ 34 წლის პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ერთი-ორი კვირის გამოტოვება მოუწევდა.

იუვენტუსსა და აიაქსს შორის პირველი მეოთხედფინალი 10 აპრილს, ამსტერდამში გაიმართება.
ამ სეზონში კრიშტიანომ 36 ოფიციალური მატჩი ჩაატარა იუვენტუსის რიგებში და 24 გოლი გაიტანა.