იტალიის თასის მეოთხედფინალში „მილანმა“ „ტორინოს“ სძლია და ტურნირის ნახევარფინალში ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება. მატჩი კიდევ იმითაა საინტერესო, რომ ამ შეხვედრაში 21-ე საუკუნის ორი გამორჩეული ვარსკვლავი, პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო და შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ ამ ორ ფეხბურთელს არც თუ ისე თბილი ურთიერთობები აკავშირებთ. ცოტა ხნის წინ იბრაჰიმოვიჩმა რონალდოზე განაცხადა: „კრიშტიანოს ბუნებრივი ტალანტი არ აქვს. მისი ფენომენი დიდი შრომის შედეგია. იგი „იუვენტუსის“ სახით გადავიდა კლუბში, რომელსაც სერია A ზედიზედ შვიდჯერ ჰქონდა მოგებული. თუ ნამდვილი გამოწვევა სურდა, ტურინში მაშინ უნდა წასულიყო, როცა იტალიური გრანდი სერია B-ში გავარდა და ელიტაში დაბრუნებაში დახმარებოდა”.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „იუვენტუსში“ 2004-2006წლებში ასპარეზობდა და როდესაც კლუბი სერია ბ-ში დაქვეითდა, მან კლუბი იმ სეზონშივე დატოვა და ტურინელთა მთავარ კონკურენტ „ინტერში “ გადავიდა.
პირველი შეხვედრა „მილანსა“ და „იუვენტუსს“ შორის სან სიროზე 12 თებერვალს გაიმრთება.