ფეხბურთის ბრაზილიელ ლეგენდას რონალდოს მიაჩნია, რომ „ლივერპულთან“ „ბარსელონას“ წაგებაში დამნაშავე მთელი გუნდია და არა ცალკეული მოთამაშეები.
„არასამართლიანია წაგებაში დამნაშავეების გამოყოფა. „ბარსელონა“ დიადი გუნდია და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მესი ჰყავს. ერთხელ წავიკითხე, რომ „ბარსელონა“ აგებს სხვა ფეხბურთელების გამო, ხოლო თამაშებს მესი იგებს. ეს დიდი უსამართლობაა ყველა მოთამაშისა და სამწვრთნელო შტაბის მიმართ. „ბარსელონას“ შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელები ჰყავს. უფრო ფრთხილი უნდა ვიყოთ კრიტიკის დროს. სამწუხაროა, რომ ფინალში არ იქნება ესპანური გუნდი, მაგრამ „ლივერპულმა“ უფრო მეტად დაიმსახურა ფინალში გასვლა“, – აცხადებს რონალდო „სტანდარტთან“ (Standart) კომენტარში.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპული“ „ტოტენჰემს“ შეხვდება.