კრიშტიანო რონალდო ბერგამოს „ატალანტას“ წინააღმდეგ არ ითამაშებს.
„ტუტოსპორტის“ (Tuttosport) ინფორმაციით, პორტუგალიელი დასვენებას აპირებს. მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ რონალდო, სავარაუდოდ, მომავალ მატჩში დაისვენებდა. მაშინ ალეგრიმ თქვა, რომ პორტუგალიელი მომდევნო სამი მატჩიდან ერთ-ერთს აუცილებლად გამოტოვებდა.
„რომასთან“ რონალდო მოედანზე 90 წუთი იყო და შესაბამისად, ახლა ორი მატჩი დარჩა.
მას შემდეგ, რაც რონალდო „იუვენტუსში“ გადავიდა, ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, გარდა „იანგ ბოიზთან“ საშინაო შეხვედრისა. მაშინ პორტუგალიელი დისკვალიფიცირებული გახლდათ და მოედანზეც ამიტომ ვერ გავიდა. ისე კი, სხვა თამაშებიდან ყველა 90 წუთი ითამაშა, გამონაკლისი ორი მატჩია: „ფიორენტინას“, სადაც ბოლო ათი წუთი დაისვენა და „ვალენსიას“ წინააღმდეგ, როდესაც 30-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.
აქვე გეტყვით, რომ ფიორენტინასთან მატჩი 26 დეკემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.