რონალდო „ალ-ნასრს“ დე ბრუინის გადაბირებისკენ და მისთვის კვირაში მილიონიანი ხელფასის დანიშვნისკენ მოუწოდებს #1TVSPORT
საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ცდილობს კლუბის ხელმძღვანელობა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის შეძენასა და მისთვის კვირაში 1.19 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასის დანიშვნაში დაარწმუნოს. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Mirror.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ დე ბრუინის შეძენით „ალ-ნასრი“ საუდის არაბეთში მთავარი კლუბი გახდება. რონალდოს აზრით, კლუბის ბოსებმა უნდა გამოიყენონ 33 წლის ბელგიელის კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაცია – დე ბრუინის ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში იწურება.
ამ სეზონში კევინ დე ბრუინმა ყველა ტურნირზე ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.