რონალდო ახალი მწვრთნელის მოლოდინში - რუდი გარსიამ „ალ-ნასრი“ დატოვა #1TVSPORT
რუდი გარსიამ „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვრდი ავრცელებს.
იუწყებიან, რომ 59 წლის ფრანგ სპეციალისტთან თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. „ალ-ნასრი“ გარსიამ გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა. პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ რონალდო მწვრთნელით უკმაყოფილო იყო. არ არის გამორიცხული, რომ რუდი გარსიას წასვლა სწორედ კლუბის პორტუგალიელი ვარსკვლავის ფაქტორმაც განაპირობა.
საუდის არაბეთის მიმდინარე ჩემპიონატში „ალ-ნასრი“ მეორე ადგილზეა და სატურნირო ცხრილის ლიდერს, „ალ-იტიჰადს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.