ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატში თავისი საყვარელი კლუბი დაასახელა.
„რთულია პრემიერლიგაში ერთი გუნდის გამოყოფა, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო „ლივერპულია“. ამ კლუბის თავდამსხმელების თამაშის ყურება განსაკუთრებით სასიამოვნოა“, – ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს Mirror.
2021/22 წლების სეზონი „ლივერპულმა“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე დაასრულა. იურგენ კლოპის შეგირდებმა მოიგეს ინგლისის თასი, ჩემპიონთა ლიგაზე კი ფინალში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდნენ.