“ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა, 2005 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელმა რონალდინიომ პოლიტიკური კარიერა დაიწყო და ბრაზილიის რესპუბლიკურ პარტიას შეუერთდა – იტყობინება სააგენტო AFP.
მომავალ წელს, ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა ამა წლის იანვარში დაასრულა, საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
“ბედნიერი ვარ იმით, რომ მონაწილეობას ვიღებ პროექტში, რომელმაც უკეთესობისკენ უნდა წაიყვანოს ჩვენი ქვეყანა, მოუტანოს განვითარება, ბედნიერება და ჯანმრთელობა მთელს მოსახლეობას”, – გამოაცხადა რონალდინიომ.
ბრაზილიის რესპუბლიკური პარტია ცნობილია ულტრაკონსერვატული შეხედულებებით, ტრადიციული ღირებულებების დაცვით და ლგბტ-ს დევნით. პარტიის ამოცანებში შედის არა მხოლოდ ბრძოლა ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ, არამედ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების იძულებით მკურნალობა.
ერთი წლით ადრე, რონალდინიო მხარს უჭერდა პატრიოტთა პარტიას (PEN), რომლის ლიდერს ჟაირ ბოლსონაროს ადანაშაულებენ ჰომოფობიაში, რასიზმსა და ქსენოფობიაში.