ნიდერლანდელმა სპეციალისტმა რონალდ კუმანმა, მიუხედავად იმისა, რომ ის „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად მუშაობს, უარი თქვა საუკეთესო დაესახელებინა ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის.
„ეს ფანტასტიკაა, რომ ისინი ასეთ დონეს აჩვენებენ 15 წლის განმავლობაში. ორივეს დაუჯერებელი სტატისტიკა აქვს – გატანილი გოლებით, ჰეთ-თრიკებით, მოგებული პრიზებით. მიმაჩნია, რომ არ არის სწორი მათ შორის საუკეთესოს არჩევა, რადგან ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და აღფრთოვანებული ვარ ორივეთი. მათ ხომ ბევრი დაუჯერებელი საღამო გვაჩუქეს“, – განაცხადა კუმანმა.
ნიდერლანდელმა ეს სიტყვები ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ მატჩის წინ წარმოთქვა. ეს იქნება მესისა და რონალდოს პირველი დუელი 2018 წლის შემდეგ.