ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი საავადმყოფოში მოხვდა.
როგორც ნიდერლანდური პრესა წერს, 57 წლის სპეციალისტი 3 მაისს, საღამოს, გულის პრობლემებით კლინიკაში გადაიყვანეს. იქ კუმანს კორონაროგრაფია ჩაუტარდა. მწვრთნელის მეუღლის თქმით, ის სტაბილურ მდგომარეობაშია, რადგან სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში დროულად მიიყვანა.
ვარაუდობენ, რომ უკვე 4 მაისს კუმანს კლინიკიდან გაწერენ.
რონალდ კუმანი ნიდერლანდების ნაკრებს 2018 წლის თებერვლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ერთა ლიგის ფინალში ითამაშა და ევრო 2020-ის საგზური მოიპოვა.