რონალდ კუმანი - ფატი ნათელი მომავალია
რონალდ კუმანი - ფატი ნათელი მომავალია

ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში „ბარსელონა“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა – 4:0.

კატალონიურ გრანდს მძიმე პერიოდი უდგას და ახალდანიშნული მწვრთნელი, რონალდ კუმანი ამ კრიზისიდან თავის დაღწევის მთავარი გასაღებია.

შესანიშნავი სტარტის შემდეგ „ბარსელონას“ თავკაცმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა.

„ვილიარეალთან გამარჯვებით კმაყოფილები ვართ, – ციტირებს კუმანის სიტყვებს Marca. – პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორეში ტემპი დაეცა, მაგრამ ეს ჩვენი პირველი თამაშია. ზოგადად, კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.

ბურთს შესანიშნავად ვაკონტროლებდით და ბევრი მომენტი შევქმენით. კმაყოფილი ვარ, რომ ამდენი გოლი გავიტანეთ და მოედანზე ვდომინირებდით.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფატის თამაში. ის 17 წლის არის და წინ დიდი პერსპექტივა ელოდება. ფატის ზოგჯერ კონცენტრაცია აკლია. კარგია, რომ ჩვენ პედრიც გვყავს. მათ ნათელი მომავალი აქვთ“, – ამბობს „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი.