რონალდ კუმანი ბარსელონას აეროპორტში შეამჩნიეს, ის „ბარსელონას“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია (ვიდეო)
ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი კვირას, ბარსელონას აეროპორტში შენიშნეს. შესაბამისი ვიდეო ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito-მ გაავრცელა.
როგორც ესპანური გამოცემა „სპორტი“ წერს, სწორედ კუმანია მთავარი კანდიდატი „ბარსელონას“ მწვრთნელის პოსტზე. 57 წლის სპეციალისტის დანიშვნას შეიძლება ხელი შეუშალოს 2021 წლის ზაფხულში ნიდერლანდების ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობამ.
წყაროს ცნობით, მწვრთნელს არ დააკმაყოფილებს „ბარსელონასთან“ 10-თვიანი კონტრაქტი, რადგან მრავალწლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურს.
ელოდებიან, რომ ორშაბათს გაიმართება „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც კლუბის მომავალს განიხილავენ.