რონალდ კუმანი - ახლანდელი „ბარსელონა“ გაცილებით ძლიერია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ
რონალდ კუმანი - ახლანდელი „ბარსელონა“ გაცილებით ძლიერია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ

„ბარსელონას“ ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა საკუთარი კლუბის ბოლო თამაში შეაფასა, რომელშიც კატალონიელებმა სელტა სოლიდური ანგარიშით დაამარცხეს – 0:3.

„მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმის შესახებ, რა ხდებოდა გასულ წელს. მწვრთნელობის პირველივე დღიდან დავინახე, რომ ფეხბურთელებს თამაში სწყუროდათ, – განაცხადა კუმანმა პრესკონფერენციაზე. – როგორ ყველა მწვრთნელს, მეც დრო მჭირდება, მაგრამ ახლანდელი „ბარსელონა“ გაცილებით ძლიერია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

ჩვენ ექვსი ქულა გვაქვს, გავიტანეთ შვიდი გოლი და ერთიც არ გაგვიშვია. ეს კი ადასტურებს, რომ ჩვენ წინ მივდივართ“.