როლან გაროსის პირველ წრეში ეკატერინე გორგოძის მეტოქის ვინაობა ცნობილია #1TVSPORT
საფრანგეთის ღია პირველობაზე ეკატერინე გორგოძის მეტოქის ვინაობა გაირკვა. ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც კარიერაში პირველად მიიღებს მონაწილეობას დიდი სლემის ტურნირზე, პირველ წრეში 18 წლის დანიელ ჩოგბურთელს, კლარა ტაუსონს დაუპირისპირდება, რომელიც 90-ე ნომრად არის განთესილი.
პირველ წრეში მოგების შემთხვევაში, გორგოძე შემდეგ ეტაპზე ვიქტორია აზარენკასა და სვეტლანა კუზნეცოვას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
როლან გაროსი სტარტს 30 მაისს აიღებს. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში სერბ დუშან ლაიოვიჩს დაუპირისპირდება.