იტალიის დედაქალაქში დღეს სტარტს აიღებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ტურნირზე სრული შემადგენლობით – 10 სპორტსმენით იასპარეზებს .
დღეს,27 ივნისს ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში: 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
55 კგ – ლუკა ჯავახაძე
60 კგ – დიმიტრი ხაჩიძე
63 კგ – რომეო ბერიძე
67 კგ – ნიკა ბროლაძე
72 კგ – თემურ ორჯონიკიძე
77 კგ – თორნიკე მიქელაძე
82 კგ – აჩიკო ბოლქვაძე
87 კგ – ბექა მელელაშვილი
97 კგ – კოტე სიჭინავა
130 კგ – მათე გოქაძე
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ლაშხი
მწვრთნელები: გიორგი ჯობავა, დავით ურიდია
ექიმ-რეაბილიტოლოგი: გიორგი მურცხვალაძე
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატს ქართველი მსაჯიც მოემსახურება – რუსლან დარსანია.